კულტურული ძეგლები

გოგიას ციხე

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

გოგიას ციხე საკურორტო ქალაქ ბორჯომს ჩრდილო აღმოსავლეთიდან დაჰყურებს თავს. გოგიას ციხის მშენებლობა XIV საუკუნეზე ადრე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა შემდეგ რეკონსტრუქცია განუცდია და სათოფურები დაუყოლებიათ.
გოგიას ციხე გვიან ფეოდალურ ხანაში (XVI-XVIII საუკუნეები) თავად ავალიშვილებს ეკუთვნოდათ. გადმოცემის მიხედვით გოგია და პეტრეს ციხის პატრონი პეტრე ძმები თუ ბიძაშვილები ყოფილან, მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილა და ერთმანეთს არ ინდობდნენ, ესხმოდნენ თავს და მამულებს ურბევდნენ.
ახლობლების ჩარევის შემდეგ ისინი შერიგებულან. ნიშნად მეგობრობისა სანადიმოდ გოგიას ციხეში მოუყრიათ თავი თავიანთი ყმებით, დიდი ლხინი და ხუმრობა გამართულა, ალბათ, სიყვარულსაც ეფიცებოდნენ ერთმანეთს გოგია და პეტრე, მაგრამ რაღაც გაუფრთხილებელი სიტყვის გამო, ატყდა ციხეში ბრძოლა, გოგია და პეტრე თავიანთი მებრძოლების დიდი ნაწილით დაიღუპნენ ბრძოლაში.
გადმოცემით, მათ შორის ბრძოლა ახლაც არ შეწყვეტილა. განთიადისას, გოგიას ციხეზე გადმოდგებიან ლანდები და იწყებენ ბრძოლას, რომელიც მანამდე არ ცხრება, ვიდრე გათენება არ მოატანს. როგორც კი დღის ნათელი იჩენს თავს, ბრძოლის ყიჟინაც წყნარდება და მებრძოლებიც ქრებიან.

სასტუმრო "ძველი ბორჯომი"

სასტუმრო „ძველი ბორჯომი „ მდებარეობს ქალაქ ბორჯომში, ცენტრალური გზასთან ახლოს, მყუდრო და მშვიდი ადგილას, საიდანაც ქ. ბორჯომის ულამაზესი ხედები იშლება.
იდეალურია ადგილია საოჯახო დასვენებისათვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის და კორპორატიული საღამოებისათვის.
სასტუმროს აქვს 15 კომფორტული ნომერი, კაფე-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ეზო, მანქანის სადგომი. ყველა ოთახს აქვს აბაზანა, კონდიციონერი, პლაზამური ტელევიზორი, გათბობა, აივანი.ასევე 4 ეკონომ ნომერი ცალკე ეზოდან შესასვლელით.

Send Us a Message
----------------
----------------
©2024 Hotel "Old Borjomi". All Rights Reserved.

Search