ტრანსპორტი
ბორჯომის რაიონს კვეთს საავტომობილო მაგისტრალები: „ხაშური–ბორჯომი–ახალციხე“ და „ბორჯომი–ბაკურიანი– ახალქალაქი“. გზების ქსელით ქ.ბორჯომი რაიონში შემავალ თითქმის ყველა სოფელს უკავშირდება.
ბორჯომის რაიონის საავტომობილო ადგილობრივი გზების სიგრძე 175 კმ–ს შეადგენს. შიდა გზების 55% ასფალტირებულია, ხოლო 45% წარმოადგენს გრუნტის გზებს.
ქ.ბორჯომის ავტოსადგური,
მისამართი: მესხეთის ქ.#8,
საკონტაქტო ტელეფონი: 8(267)-2-25-34
დედაქალაქიდან რეგიონში გამგზავრება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მიკროავტობუსით, ავტობუსით, მატარებლით და ტაქსით.
მიკროავტობუსები ქ.თბილისიდან მიემგზავრება შემდეგი მიმართულებით: თბილისი–ბორჯომო–ასპინძა–ახალქალაქი–ნინოწმინდა, თბილისი–ბორჯომი–ასპინძა–ახალქალაქი, თბილისი–ბორჯომი–ახალციხე, თბილისი–ბორჯომი–ახალციხე–ასპინძა, თბილისი–ბორჯომი–ახალციხე–ადიგენი.
პირველი რეისი დილის 8 სთ–ზე გადის, ბილეთის ღირებულება: 7–12 ლარი (მანძილის მიხედვით).
ავტოტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი:
1. ბორჯომი-თბილისი 7:00–14:00 (ყოველ საათში)
2. ბორჯომი–ბათუმი - 9:00 (დღეგამოშვებით)
3. ბორჯომი–გორი - 7:45 - 10:45
4. ბორჯომი–ახალციხე - 10:00
5. ბორჯომი–ხაშური - 9:30–13:30 (ყოველ საათში)
6. ბორჯომი–ფოთი - 6:45
7. ბაკურიანი–თბილისი - 8:00–13:00 (ყოველ საათში)
ადგილობრივი რეისები
1. ბორჯომი–ქვაბისხევი 8:30, 12:30, 14:30, 16:30
2. ბორჯომი–ჩითახევი 8:30–16:30 (ყოველ საათში)
3. ბორჯომი–დვირი - 11:30, 14:30, 16:30
4. ბორჯომი–ჭობისხევი 8:30, 11:00, 14:00, 17:00
5. ბორჯომი–ციხისჯვარი - 14:00, 17:00
6. ბორჯომი–ანდეზიტი 16:00
7. ბორჯომი–ბაკურიანი 9:20, 10:30, 15:00
8. ბორჯომი–ტაძრისი 12:00, 15:00, 17:00
9. ბორჯომი–ბალანთა 12:00 (ყოველ სამშაბათს)
რკინიგზა
ქ.ბორჯომში ფუნქციონირებს რკინიგზის სადგური.
ბორჯომის რაიონის ტერიტორიაზე გადის ხაშური–ვალეს სარკინიგზო ხაზი, რომლის სიგრძეა 75 კმ.
ქ.ბორჯომის რკინიგზის სადგური.
მისამართი: კოსტავას ქ.#4–ში, საკონტაქტო ტელეფონი: 822 56–67–07
მატარებლების მოძრაობის გრაფიკი
თბილისი - ბორჯომი
თბილისიდან გამოსვლა - 7:15 - 16:45
ბორჯომში შემოსვლა - 11:15 - 20:45
ბორჯომი-თბილისი
ბორჯომიდან გასვლა 7:00 -16;20
თბილისში შესვლა 11:00 - 20:20
ქ.ბორჯომი ვიწროლიანდაგიანი ხაზით დაკავშირებულია დაბა ბაკურიანთან.
ქ.ბორჯომის რკინიგზის სადგური (ბორჯომი–ბაკურიანი).
მისამართი: თორის ქ.#1–ში, საკონტაქტო ტელეფონი: 891 19–11–34
მატარებლების მოძრაობის გრაფიკი
ბორჯომი - ბაკურიანი
ბორჯომიდან გამოსვლა - 7:15 13:10
ბაკურიანში შემოსვლა 8:15 - 14:10
ბაკურიანი – ბორჯომი
ბაკურიანიდან გასვლა - 10:05 - 16:00
ბორჯომში შესვლა - 11:05 - 17:00

